2020 წლის 12 ნოემბერს ICOM ICR-ის (ICOM-ის რეგიონული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა 2020 წლის საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე - "როგორ უმკლავდებიან რეგიონული მუზეუმები კრიზისს" . კონფერენციაში, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა სსიპ" აჭარის მუზეუმის"დირექტორის მოადგილე ქალბატონი თეონა ზოიძე. მოხსენების თემა გახლდათ ,,მუზეუმები და სოციალური პასუხისმგებლობა პანდემიის პირობებში". ასევე, მოხსენება "მუზეუმი და თანამედროვე გამოწვევები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მაგალითზე" წარმოადგინეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველის მოადგილემ ქალბატონმა თამარ შალიკაძემ და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა იზოლდა დუმბაძემ.